Powered By Blogger

Tuesday, June 19, 2012

ისტორია

თავდაპირველად აფხაზეთს ეჭირა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი და კოლხეთის სამეფოში შედიოდა. სახელწოდება „აფხაზეთი“ ქართულ წერილობით წყაროებში პირველად მე-8 იხსენიება, მანამდე კი ხმარობდნენ ბერძნულ ფორმას „აბასკ-აბასკოის“, რაც ქართული „აფხაზის“ სინონიმიადღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ძველად (ანტიკურ ხანაში) ცხოვრობდნენ სხვადასხვა ქართველური და მათი მონათესავე ტომები: აბაზგები, აფშილები, მესხები, კოლხები და სხვ. VII-VIII საუკუნეებისათვის ეს ტომები უკვე გაერთიანდნენ და „აფხაზის“ სახელწოდების ქვეშ მოექცნენ. ეს სუფთა ქართული ტომობრივი გაერთიანება იყო, რაზეც მიუთითებს როგორც მათი სახელი, ისე მათი ქალაქებისა და სოფლების დასახელებები, რომლებიც ასევე წმინდა ქართული წარმოშობისაა. მაგ., ბიჭვინთა, ცხუმი, გაგრა, სოჭი, სხემარი და სხვ. კოლხეთის მოსახლეობა ქართველთა სამ შტოს ეკუთვნოდა: ლაზ-მეგრელებს, აფხაზ-აფშილებსა და სვანებს. სწორედ მათ ჩამოაყალიბეს უძლიერესი ქართული სამეფო საერთო სამწერლობო ენით, ყოფა-ცხოვრების წესითა და კულტურით. დასავლეთ საქართველოს ცალკეული კუთხეების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებაში დიდი როლი შეასრულა ქართულმა ფეოდალურმა საგვარეულომ ლევან მეორის მეთაურობით. მან თავი დააღწია ბიზანტიის ბატონობას და VIII საუკუნის 80-90-იან წლებში დასავლეთ საქართველოს კუთხეები ნიკოფსიიდან ჭოროხამდე და ლიხის ქედამდე ერთ სახელმწიფოდ გააერთიანა, რომელსაც „აფხაზთა სამეფო“ უწოდა, რომლის დედაქალაქადაც ქუთაისი გამოცხადდა. ზოგიერთ წყაროებში ეს სამეფო „ეგრისის“ სახელითაც მოიხსენიება. აფხაზთა სამეფოს მართვა-გამგეობის, სწავლა-განათლების, წირვა-ლოცვისა და საერთო ურთიერთობის ძირითადი ენა ქართული იყო. ამ ენაზე შედგა აფხაზთა მეფეების „დივანიც“, ანუ ისტორია. ამ ისტორიულმა პროცესებმა „აფხაზეთის“ ცნება გააფართოვა და გაზარდა და VIII-X საუკუნეების მანძილზე ვიწრო კუთხური სახელწოდებიდან „აფხაზეთი“ მთელი დასავლეთ საქართველოს სახელწოდებად იქცა. აფხაზთა სამეფოს არსებობის მანძილზე მისი მესვეურები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში. სწორედ ამ ხანებში გათავისუფლდა აფხაზთა სამეფოს, ანუ დასავლეთ საქართველოს ქართული ეკლესია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დამოკიდებულებისაგან და მცხეთის კათოლიკოსს დაექვემდებარა. საერთოდ, ბიჭვინთაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი საეკლესიო ცენტრი – ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოს-კათოლიკოსის რეზიდენცია. აფხაზთა სამეფო დაყოფილი იყო რვა საერისთავოდ: აფხაზეთის, ცხუმის, ბედიის, სვანეთის, რაჭა-თაკვერის, გურიის, ქუთაისისა და შორაპნის საერისთავოებად. თვითონ აფხაზეთის საერისთავო მოიცავდა ძველი აბაზგიის ფარგლებს – ტერიტორიას მდინარე გუმიდან მდინარე ბზიფამდე. როგორც ფეოდალური ქვეყანა, აფხაზეთი ისეთივე საქართველო იყო და აფხაზი ისეთივე ქართველი, როგორც ეგრისი და მეგრელი, როგორც ჰერეთი და ჰერი, როგორც ქართლი და ქართლელი (ნ. ბერძენიშვილი). მტერთა გამუდმებული შემოსევებისა და შინა დაპირისპირების გამო, XV საუკუნის მეორე ნახევარში საქართველო ძლიერ დასუსტდა, რასაც მისი სამეფო-სამთავროებად დაშლა მოჰყვა. ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანას მრავალი მტერი შემოესია, მათ შორის, ჩრდილო კავკასიელი მთიელები. კახეთს დაღესტნელები აწიოკებდნენ, შიდა ქართლს – ოსები, აფხაზეთს კი აფსუები (იგივე აბაზები) და ადიღე-ჩერქეზები.ჟამთა სიავის გამო ქართველთაგან ნახევრად დაცლილ აფხაზეთში ყუბანისპირეთიდან გადმოსახლდნენ აფსუები (აბაზები) და ჩერქეზების მცირე ჯგუფები. ისინი ტყეებსა და გორაკებზე დასახლდნენ, ფარღალალა ფაცხები ააშენეს, დასახლებას ღრმა ორმოები შემოავლეს და პრიმიტიულ ცხოვრებას მიჰყვეს ხელი. ისტორიკოსთა და მისიონერთა გადმოცემით, ისინი არ დასახლდნენ ციხეებსა და ქალაქებში, ეკლესია-მონასტრებს არ გაეკარნენ, არ ლოცულობდნენ, წარმართობასა და მაჰმადიანობას აღიარებდნენ. ეკლესია-მონასტრები და საეკლესიო სოფლები დაარბიეს, მარტო სოფელ ნაჟანეულში 60-მდე კომლი დახოცეს, დაატყვევეს ან გაყიდეს. სამეგრელოს (ოდიშის) მთავრებს, რომლებმაც ასევე დაკარგეს რეალური კონტროლი აფხაზეთზე, არასოდეს უთქვამთ უარი თავიანთი ძირძველი მიწების დაბრუნებაზე. ისინი “ოდიშის – ლეჩხუმის – სვანებისა და აფხაზების მპყრობელად” იწოდებოდნენ. ასეთ ტიტულს ატარებდა, მაგალითად, კაცია II დადიანი (1758-1788წწ.), გრიგოლ დადიანი (1788-1804წწ.) და სხვები. XVIII ს. დასაწყისიდან მდ. ენგურსა და ღალიძგას შორის მდებარე ტერიტორია სამეგრელოს შემადგენლობაში დაბრუნდა და მალე მას სამურზაყანო ეწოდა. XVIII-XIX სს. მიჯნაზე ქართული პოლიტიკური ერთეულების მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა, რაც დაკავშირებულია 1783წელს რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის გიორგიევსკის “სამფარველო” ტრაქტატის გაფორმებასთან. ტრაქტატი, მართალია, რამდენადმე ზღუდავდა საქართველოს სუვერენიტეტს, მაგრამ ქვეყანა დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტად რჩებოდა. უფრო მეტიც, რუსეთი ტრაქტატის მეოთხე საიდუმლო არტიკულის მიხედვით, ქართლ-კახეთის სამეფოსთვის საქართველოს სხვა ისტორიული ტერიტორიების შემოერთებისა და ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლაში ხელშეწყობის ვალდებულებას იღებდა. შესაბამისად, ტრაქტატი უშუალოდ აფხაზეთსაც ეხებოდა, რომელსაც რუსეთში კვლავ სამეგრელოს სამთავროს ნაწილად მიიჩნევდნენ. `რუსეთის იმპერიის ისტორიული რუკის~ (1793წ.) მიხედვით, ახლად მოპოვებულ ტერიტორიად მიჩნეული საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი აზოვის ზღვამდე აღწევს. რუკაზე აღნიშნულია დასავლურ-ქართული პროვინციებიც-იმერეთი და სამეგრელო. აფხაზეთი, რომელიც რუკაზე საერთოდ არ არის აღნიშნული, სამეგრელოს შემადგენლობაში იგულისხმება. გიორგიევსკის ტრაქტატის მეოთხე საიდუმლო არტიკული საქართველოს სამეფოს აღდგენას სწორედ “რუსეთის იმპერიის ისტორიულ რუქაზე” მითითებულ საზღვრებში ითვალისწინებდა.%D0%BE%D1%82%D1%80%D0%B5%D1%82%D1%8C%20%D0%BE%D1%82%D0%BA%D1%80%D1%8B%D1%82%D0%BA%D1%83"> 11:36 Посмотреть открытку

No comments:

Post a Comment